happyaudio
 
როგორ მოვაწყოთ სტუდია სახლში (დამწყებთათვის)
ალბათ დამეთანხმებით, სახლის პირობებში ჩამწერი სტუდიის მოწყობა სირთულეებთან დაკავშირებული პროექტია, განსაკუთრებით დამწყები მუსიკოსებისთვის. ამ პროცესის დაგეგმვას, ოპტიმალური ვარიანტების ანალიზსა და მომზადებას თვეებიც კი სჭირდება. რეალურად დაწყება ბევრად მარტივია, ვიდრე ეს წარმოგიდგენიათ, თუ ჩვენს რეკომენდაციებს გაითვალისწინებთ და საბაზისო ნივთების სიას გადაავლებთ თვალს. ნაბიჯ-ნაბიჯ გაჩვენებთ როგორ დავიწყოთ ნულიდან სტუდიის შექმნა.   მარტივი = საუკეთესოს, რატომ ? მარტივი სტუდიით დაწყება, არა მარტო უფრო შესაძლებელი და ხელმისაწვდომი, არამედ უმჯობესიც არის. ნაადრევად სირთულეებთან შეჭიდებით თქვენ იღლებით, იტვირთებით, მოტივაციას კარგავთ და უბრალოდ თამაშიდან გადიხართ, რაც ნიშნავს, რომ დრო და ფული, რომელიც დახარჯეთ უბრალოდ დაიკარგა. ეს ყველაფერი რომ თავიდან აიცილოთ, აუცილებელია გარკვეული საკითხები წინასწარ გამოარკვიოთ, მაგალითად რამდენად გამოვა ზედმეტად იაფად მოწყობილი სტუდიიდან საქმე.  მართლაც შესაძლებელია სახლის პირობებში სტუდიის მოწყობა 1200-1500 ლარის ფარგლებში, თუმცა არავის ვურჩევდი ამ ფასად შექმნას საკუთარი მუსიკა.   საუკეთესო პირველი სტუდიისთვის 9 აუცილებელ ნივთს გირჩევთ:   კომპიუტერი აუდიო ინტერფეისი/საუნდკარტა სტუდიური მონიტორები ერთი ან ორი მიკროფონი სტუდიური ყურსასმენი კაბელები მიკროფონის სადგამი პოპ ფილტრი ყურის სავარჯიშო პროგრამა/ აპლიკაცია.     ახლა კი სიის თოთოეული ნივთი განვიხილოთ დეტალურად.   კომპიუტერი ყველაზე ძვირფასი დაბანდებაა თქვენი სტუდიისთვის. დესკტოპ და ლეპტოპ ვერსიებს შორის კი ალბათ ლოგიკურია თუ ლეპტოპს მივანიჭებთ უპირატესობას, რადგან პორტატულია და უფრო მოსახერხებელი. კომპიუტერის შერჩევისას პროგრამული მონაცემები და პროცესების სისწრაფე განმსაზღვრელი იქნება სამომავლოდ, ამიტომ დასაწყისისთვის გამოგადგებათ ალბათ სტანდარტული უახლესი პროგრამის მქონე ვერსიაც, თუმცა პროფესიულ დონეზე გირჩევთ Macbook Pro-ს.   აუდიო ინტერფეისის შემთხვევაში დამწყები მუსიკოსისთვის სრულიად საკმარისია პატარა ზომის საუნდ კარტა, რამდენიმე არხით და USB პორტით. აქვე რამდენიმე მათგანსაც დაგისახელებთ, როგორც საუკეთესო ვარიანტებს: lexicon alpha/ lambda ან კომბო როგორიც აქვს ბრენდ Presonus -ს.   მას შემდეგ, რაც თქვენი სტუდია დაიხვეწება აუცილებლად გექნებათ რამდენიმე მიკროფონი თითოეული შესაბამისი მიზნით, თუმცა დასაწყისისთვის მინიმუმ 2 დაგჭირდებათ, რომელიც, რა თქმა უნდა იმის და მიხედვით უნდა შეარჩიოთ, თუ რა ტიპის მუსიკის ჩაწერას გეგმავთ. უსარგებლო ნივთის შეძენა, რომ არ მოგიწიოთ ჩვენ უკვე მოვიძიეთ ფაქტები და გირჩევთ ენდოთ ჩვენს გამოცდილებას.  გამომდინარე იქედან, რომ უმეტესად სტუდიაში ვოკალის ჩაწერა ხდება, დასაწყისისთვის იდეალური დიდი დიაფრაგმის მქონე კონდენსატორული მიკროფონი, რომელიც შემიძლია გირჩიოთ ესაა: ბიუჯეტური Rode NT1A , ხოლო შედარებით ძვირ ვარიანტად აუცილებლად უნდა განიხილოთ AKG C 214. მაღალი სიხშირით მდიდარი ინსტრუმენტებისთვის კი, როგორიცაა: აკუსტიკური გიტარა, ფორტეპიანო ან ციმბალი გირჩევთ გამოიყენოთ პატარა დიაფრაგმის კონდენსატორი მიკროფონები, მაგალითისთვის AKG P170. დრამის, პერკუსიისა და ელექტრო გიტარისთვის უმჯობესი იქნება: AKG P4. ბას გიტარის და სხვა დაბალი სიხშირეების მქონე ინსტრუმენტებისთვის შესანიშნავი იქნება AKG D112 .   სტუდიური ყურსასმენების არჩევისას ორი დიზაინის მქონე ყურსასმენია სტანდარტად მიჩნეული: 1.დახურული ტიპის ყურსასმენები ტრეკინგისთვის, რომელიც გვთავაზობს ოპტიმალურ ხმის იზოლაციას ხმის ხარისხის ხარჯზე. 2. ღია ტიპის ყურსასმენი მიქსისთვის, რომელიც გვთავაზობს ოპტიმალურ ხმის ხარისხს ნაკლები იზოლაციის ხარჯზე. თუ ღია ტიპის ყურსასმენი ფუფუნების საგნად ითვლება, თქვენი პირველი სტუდიისთვის დახურული ტიპის ყურსასმენი აუცილებლობის საგანს წარმოადგენს. ესეც კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი რჩევა ჩვენგან. რეკომენდაციას კი ნამდვილად გავუწევთ კლასიკურ ვარიანტებს, როგორიცაა: Sennheiser HD280 და AKG  K72.   ტრადიციულად მიქსის პროცესი  ყოველთვის იქმნებოდა მონიტორებზე. სამომხმარებლო დინამიკებთან შედარებით, რომლებიც გათვლილია სხვადასხვა ტონალობების გაძლიერებისთვის, სტუდიურ მონიტორებს აქვთ უფრო სასიამოვნო სიხშირული უკუგება, გადმოსცემს უფრო ნეიტრალურ ბგერებს იმისთვის, რომ ობიექტურად შეაფასოთ მიქსის პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ძვირადღირებული ვარიანტი არსებობს, დამწყებთათვის ასევე უამრავი ბიუჯეტური ვარიანტია ბაზარზე. ტოპ ერთეულები, რომლებსაც გირჩევდით: KRK Rokit 5 G3 და JBL LSR 306P.   ერთ დღესაც სტუდიაში ათობით კაბელი გექნებათ, მანამდე კი ეს 3 უდავოდ დაგჭირდებათ: 1მიკროფონის XLR კაბელი, მაგალითისთვის: Mogami Silver XLR 25ft და 2 ცალი კაბელი მონიტორებისთვის, მაგალითისთვის: Mogami Silver XLR 6ft. სანამ მონიტორის კაბელებს შეიძენთ აუცილებლად გადაამოწმეთ აუდიო ინტერფეისის/ საუნდკარტის სტერეო გამომავალი არხი არის თუ არა თავსებადი, ხშირად მათ TRS-ზე აქვთ პორტები, ასეთ შემთხვევაში დაგჭირდებათ Mogami TRS/XLRM 6ft.  არავითარ შემთხვევაში არ ჩათვალოთ, რომ კაბელი უბრალოდ კაბელია, იაფფასიანი და უხარისხო კაბელი მალე ტყდება/ ფუჭდება და შესაძლოა საერთოდაც არ იმუშაოს, გარდა ამისა ცუდი ხარისხის სიგნალს ატარებს.    მიკროფონის სადგამს რაც შეეხება, სავსებით მისაღები იქნება თქვენს ბიუჯეტზე მორგებული მსუბუქი, თუმცა მყარი სადგამი.   პოპ ფილტრზე ალბათ ყველას გახსენდებათ კლიშე ეპიზოდი კინოფილმებიდან, სადაც ახალგზარდა პოპ ვარსკვლავი ჩანს სტუდიაში მუშაობისას. ვიზუალური ეფექტის გარდა პოპ ფილტრის მიზანი ვოკალის ჩაწერისას არასასიამოვნო ბგერების გაფილტვრაა. ეს ნივთი შეიძლება საერთოდაც არ იყოს  აუცილებელ ნივთთა შორის, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ საკმაოდ იაფი ღირს და თავის საქმესაც უპირობოდ ასრულებს, რატომაც არა. თანაც არაერთი მუსიკოსი თვლის, რომ აუცილებლად გამოსაყენებელი ნივთია ვოკალის ჩაწერისას. ჩვენ გირჩევთ AKG PF 80  ფილტრს.     და ბოლოს, ტიპურ ჩამონათვალში ეს ობიექტი ნამდვილად ვერ მოხვდებოდა, რადგან ტექნიკურად ის არასოდეს დაგჭირდებათ, მაგრამ პატარა ხრიკი იქნება ეს მეთოდი თქვენი ყურისთვის. თქვენ შეიძლება ფიქრობთ, რომ საკმაოდ ზუსტი ყური გაქვთ, თუმცა მუსიკოსის და ხმის ინჟინერის ყური სავსებით განსხვავდება ერთმანეთისგან. მუსიკოსები სწავლობენ ამოიცნონ ნოტები, ინტერვალები და აკორდები, ხოლო ხმის ინჟინრები აკვირდებიან სიხშირეებს. სანამ თქვენი ყური საბაზისო უნარ-ჩვევებს არ გამოიმუშავებს, თქვენ რეალურად ვერ მიხვდებით აუდიო გარემო კარგია თუ ცუდი. საინტერესოდ ჩავთვალე გარკვეული ინფორმაცია ამ კუთხითაც მომეძიებინა  და მაგალითისთვის გთავაზობთ ოფიციალურ ფასიან პროგრამას ლინკზე: https://www.trainyourears.com/, თუმცა გადავამოწმე და არაერთი უფასო აპლიკაციაც მოიძებნება PLAY STORE-ში.  

სტატიის ავტორი:
პრო ელექტრონიკსი
2020-02-24

სრულად ნახვა
 
რა ფუნქცია აქვს DI ბოქსს და როდის გვჭირდება?
 ტერმინი DI მოდის ფრაზიდან Direct Insertion/ Direct Injection, რაც გულისხმობს პროცესს, სადაც ფიქსირდება მიკროფონის გამოყენების გარეშე სიგნალი. DI ბოქსის გამოყენებას ბევრი უპირატესობა აქვს, პირველ რიგში სიგნალი არ ვრცელდება ჰაერში, შესაბამისად გადაცემისას არ ხდება სიგნალის დაქვეითება, ამ პროცესში არ გაქვს ფონური ხმაური, არ გაქვს ზედმეტი ჩარევები მუსიკაში, რამაც შეიძლება პრობლემები შეგიქმნას მოგვიანებით.  მნიშვნელოვანი საკითხია DI ბოქსი რას აკეთებს? რეალურად მას აქვს 3 ფუნქცია, რომლებსაც დეტალურად განვიხილავთ.   1. კონექტორების შესაბამისობა. 2. წინაღობის შესაბამისობა. 3. სიგნალის ბალანსირება.  მუსიკოსების უმეტესობა ვინც უკრავს გიტარაზე ან კლავიშზე იცის, რომ ინსტრუმენტს გამომავალი არხი აქვს ჯეკზე,  DI ბოქსის მთავარ ფუნქციაა კონექტორების თავსებადობაზე ზრუნვა. ბოქსს ერთ მხარეს აქვს ჯეკებისთვის განკუთვნილი არხი, სადაც აერთებ გიტარას თუ კლავიშს, ხოლო მეორე მხარეს აქვს XLR-ზე გამომავალი არხი, რომელშიც შეძლებ სტანდარტული მიკროფონის კაბელის შეერთებას და აუდიო აპარატურამდე ან მიქსერამდე მიყვანას. შემდეგი ფუნქცია, რასაც ასრულებს ბოქსი ეს არის წინაღობის შესაბამისობა. ელექტრული ნაკადისთვის სწორედ წინაღობა არის არსებითად წინააღმდეგობრივი. ყველას გვინახავს ალბათ ფიზიკის ექსპერიმენტი, რომლის დროსაც ბატარეას ვაკავშირებთ ნათურასთან, იკვრება წრედი და ნათურა ინთება. ნათურა არის რეზისტორი, ეს არის ვაკუუმში ვოლფრამის მავთული, რომელიც მასში გამავალ ელექტროობას გარდაქმნის სითბოდ და სინათლის ენერგიად. ამგვარად ნებისმიერ მუსიკალურ ინსტრუმენტს აქვს გამომავალი წინაღობა, სხვაგვარად ელექტრული წინააღმდეგობა, რომელიც გამომდინარეობს ინსტრუმენტის სიგნალიდან. წინაღობა შეიძლება იყოს მაღალი ან დაბალი.  ზოგადად ინსტრუმენტებს როგორიცაა ბას და ელექტრო გიტარები, რომლებსაც პრეამპი არ აქვთ, უფრო მარტივად რომ მიხვდეთ არ აქვთ ბატარეა, აქვთ მაღალი გამომავალი წინაღობა. ამ წინაღობას თუ პირდაპირ მიქშერზე ან ხმის ჩამწერზე გაუშვებთ შედეგად მიიღებთ მაღალი სიხშირის კარგვას, რაც განპირობებულია წინაღობების შეუსაბამობით. როგორც ვნახეთ მეორე უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, რომელსაც DI ბოქსი ასრულებს მიზნად ისახავს მაღალი შემავალი წინაღობის მიწოდებას ისე, რომ თქვენ არ დაკარგოთ მაღალი სიხშირე. კონკრეტულად dbx DI 1 ბოქსის შემავალი წინაღობა უტოლდება 250k/ohms-ს და უზრუნველყოფს ინსტრუმენტის წინაღობისა და აუდიო სისტემებს შორის წინაღობების შესაბამისობას. მესამე ფუნქცია, რასაც DI ბოქსი ასრულებს არის სიგნალის ბალანსირება.  განვიხილოთ ბალანსირებულ და არაბალანსირებულ სიგნალებს შორის სხვაობა. ბალანსირებული სიგნალი შედგება 3 კონდუქტორისგან, აქედან ორი ატარებს უარყოფით და დადებით სიგნალებს, ხოლო მესამე ემსახურება დამიწებას. არაბალანსირებული აუდიო სიგნალის გადაცემისას მხოლოდ 2 კონდუქტორი მონაწილეობს. ერთი ატარებს დადებით სიგნალს, ხოლო მეორე უარყოფითსა და დამიწებას ერთდროულად. ბალანსირებული სიგნალის უპირატესობა სწორედ, რომ დამიწების განცალკევებულ კონდუქტორში მდგომარეობს, რის გამოც ნაკლები შანსია აუდიო სიგნალის რადიო სიხშირით ჩახშობისა. ბალანსირებული სიგნალი გაცილებით დიდ მანძილზე გადაეცემა გარემო ფაქტორებით ხელშეშლისა და სიგნალის დასუსტების რისკების გარეშე.  არაბალანსირებული სიგნალი, რომელიც მომდინარეობს ინსტრუმენტიდან, როგორც წესი გადაეცემა სულ რაღაც 5 მეტრის მანძილზე.  dbx DI 1  ბოქსი ინსტრუმენტის არაბალანსირებულ სიგნალს გარდაქმნის დაბალი წინაღობის ბალანსირებულ სიგნალად, რომლის გადაცემაც შესაძლებელია დიდ მანძილზე შეფერხებების გარეშე.   ახლა გადავიდეთ შემდეგ მნიშვნელოვან საკითხზე: როდის მჭირდება DI ბოქსი? ნებისმიერ დროს, როცა გვჭირდება არაბალანსირებული სიგნალი გადავცეთ 5 მეტრზე შორ მანძილზე, ამ დროს ჩვენ პირველ რიგში გვჭირდება, რომ ეს არაბალანსირებული სიგნალი გარდაიქმნას ბალანსირებულ სიგნალად და თავიდან ავიცილოთ ზუზუნი. ტიპური სეთაფი DI ბოქსისთვის იქნება როგორც ეს ფოტოზეა გამოსახული. სასურველ ინსტრუმენტს აერთებ DI ბოქსის ორი დამოუკიდებელი არხიდან ერთ-ერთზე, მეორე არხიც ასევე ითვლება ორიგინალი სიგნალის წყაროდ, სადაც აერთებ  სასცენო გამაძლიერებელს. ბალანსირებული დაბალი წინაღობის არხიდან კი უკავშირდები მიქსერს და სხვ.  არაბალანსირებული არხების შემთხვევაში DI ბოქსთან დისტანცია 5 მეტრს არ უნდა აღემატებოდეს, ბალანსირებული არხიდან კი შეგიძლიათ 600 მეტრის მანძილზე განათავსოთ აუდიო აპარატურა. მეორე შემთხვევა, როდესაც თქვენ გჭირდებათ DI ბოქსი არის ზუზუნის წარმოქმნის შემთხვევა, რაც ძირითადად გამოწვეულია ხოლმე სიგნალის კაბელებისა და დენის კაბელების შეუსაბამობით. მაგალითად ავიღოთ კლავიში, რომელიც მიქსერზე შეერთებულია სიგნალის კაბელით და თავის მხრივ შეერთებულია დენის წყაროში, მიქსერიც ასევე შეერთებულია დენის წყაროში. ამ დროს უმეტესობა ვერ იაზრებს, რომ აპარატურის ელექტროობა შეიძლება ხელის შემშლელი აღმოჩნდეს. ვოლტაჟებს შორის სხვაობა იწვევს ზუზუნს,  რამაც შეიძლება მთელი სანახაობა ჩაშალოს გამოწვეული ხმაურით. DI ბოქსი შეიცავს აუდიო ტრანსფორმერს, რომელშიც მაგნიტური ხიდი ყოფს ტრანსფორმერის პირველად და მეორეხარისხოვან ნახშირის კოჭებს, შედეგად ვოლტაჟების დაბალანსებით პირდაპირი ელექტრო კავშირი აღარ ხდება და განუწყვეტელი ზუზუნიც ქრება.

სტატიის ავტორი:

2020-02-18

სრულად ნახვა
 
ერთ-ერთი საუკეთესო საუკეთესოთა შორის !
 როგორც დაგპირდით დღევანდელ ბლოგში ვისაუბრებ AKG WMS 45 WIRELESS SPORT SET მიკროფონის კომპლექტზე, რომელიც, როგორც სტატიებიდან გავარკვიე, განსაკუთრებით პოპულარულია ფიტნეს სფეროში. ერთ-ერთ საუკეთესო კომპლექტად ითვლება ზუმბა და ფიტნეს ინსრუქტორებისთვის, აერობიკისა და ასევე პირადი ტრენერებისთვის.  ზოგადად უკაბელო მიკროფონების კომპლექტი იდეალური მოწყობილობაა სახალხო გამომსვლელებისთვის, წამყვანებისა თუ ლექტორებისთვის. მარტივი გამოყენებისა და სიმსუბუქის წყალობით საშუალებას იძლევა გადადგილდე ნებისმიერი მიმართულებით შეუფერხებლად. იმის გათვალისწინებით, რომ ინსტრუქტორებს ხშირად რთული ვარჯიშის შესრულება უწევთ, გასაოცარია ამ კონკრეტული მიკროფონის მოხერხებული დიზაინი. თავზე მაგრდება იმდენად მყარად, რომ სირბილის, ცეკვის თუ ხტუნვის დროსაც კი თავდაჯერებულობის განცდას უქმნის მწვრთნელს და მათ შეუძლიათ ფოკუსირდნენ მხოლოდ ფიტნეს რუტინაზე და არა მიკროფონის ტარებით გამოწვეულ დისკომფორტზე. მოიხმარს ერთ AA ტიპის ელემენტს 8 საათიან რეჟიმში, რაც კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის. WMS 45 SPORT SET გათვალისწინებულია აქტიური მომხმარებლებისთვის, ამიტომაც მისი ტარება მაქსიმალურად კომფორტულია, ზომის გათვალისწინებით შესაძლებელია გადამცემის ჯიბეზე დამაგრებაც, აღსანიშნავია, რომ მასალა გამოირჩევა ნესტისაგან დამცავი თვისებებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვარჯიშის დროს. ასევე გასათვალისწინებელი ფაქტორია PLUG-AND-PLAY  ფუნქცია, იმ შემთხვევაში თუ ინსტრუქტორს სხვადასხვა დაწესებულებაში უწევს მუშაობა, რაც ეხმარება მას დროულად შეუდგეს საქმეს და დრო არ დახარჯოს მოწყობილობის ტექნიკურად გამართვაზე.  ამ მოდელს არ სჭირდება ლიცენზია, ოპერირებს 8 სხვადასხვა კარიერულ სიხშირეზე. სიხშირული დიაპაზონი მონაცვლეობს: 500 – 865 MHz, კრისიტალურად სუფთა ხმას გადასცემს მიმღებიდან 30 მეტრის მოშორებითაც კი. მრავალფუნქციური, კომფორტული, ბრენდული და თანაც ბიუჯეტური , AKG სრულყოფილი კომპანიონი პროფესიონალი ტრენერებისთვის.

სტატიის ავტორი:

2019-12-07

სრულად ნახვა
 
აუდიო ინდუსტრიის მომავალი
 გასული 50 წლის მანძილზე ტექნოლოგიური მიღწევების ტემპმა ჩვენი ყოველდღიურობა და შეხედულებები ბევრი გამოწვევის წინაშე დააყენა. HARMAN გამიზნულად მისდევს ტექნოლოგიებს იმისათვის, რომ იწინასწარმეტყველოს სამომავლო ტენდენციები და შეძლოს ისეთი ინოვაციების წარდგენა, რომელიც ცხოვრებისეულ გამოცდილებას გაგვიუმჯობესებს.  აუდიო ინდუსტრიის მომავალი სავსეა მოულოდნელი ფაქტორებით, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ წინა წლების ყველაზე განვითარებად ტრენდებს, შევძლებთ სამომავლო გეგმების ზუსტად დასახვას. აუდიო პროდუქციის ორი კატეგორია ვითარდება ყველაზე სწრაფად: ელექტრონული და ელექტრო-აკუსტიკური.  IT სფეროს განვითარების კვალდაკვალ  HARMAN-ის აუდიო პროდუქტებიც განუსაზღვრლ შესაძლებლობებს იძენენ. HARMAN ცდილობს ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებას connected PA სისტემებში და არა მხოლოდ.  პორტატულ PA სისტემებში გამარტივებული და გაუმჯობესებულია აუდიო პროცესის გაშვება, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს აკონტროლოს მოწყობილობა მხოლოდ ერთი ტაბლეტით ან მობილური ტელეფონით. ჩვენს შოურუმში წარმოდგენილია პორტატული სისტემების რამდენიმე მოდელი: JBL EON ONE, JBL EON ONE PRO, JBL 206P, JBL 208P.  მათ შესახებ შეგიძლიათ მოკლე აღწერილობებს გაეცნოთ საიტზე და თავად დარწმუნდებით თუ რა მოსახერხებელი და კომპაქტური ტექნიკა გვაქვს :)   HARMAN ორიენტირებულია ხარისხზე და ცდილობს მოახდინოს ყველა პროდუქტში IoT (Intenet of Things) ინტეგრირება, რაც სრულიად ცვლის პროფესიულ მიდგომებს, ასევე, უზრუნველყოფს საინსტალაციო ხმის შეუდარებელ მუშაობას. 

სტატიის ავტორი:

2019-11-19

სრულად ნახვა
 
შოურუმის შესახებ
 უძველესი ცივილიზაციებიდან მოყოლებული მუსიკა თან ახლდა ადამიანთა კულტურას, არქეოლოგებს არაერთი ნივთმტკიცება აღმოუჩენიათ ამ ფაქტის დასტურად, სხვადასხვა პრიმიტიული საყვირის გამოსახულება და სადღესასწაულო ნახატები არქეოლოგიურ ძეგლებზე. თანამედროვე ეპოქის ფეხდაფეხ მუსიკა კვლავ რჩება ღირსშესანიშნავი თარიღების, დღესასწაულებისა თუ ღონისძიებების მუდმივ თანამგზავრად, თუმცა უძველესიდან უახლესამდე მრავალჯერ განიცადა ტრანსფორმაცია. სანამ ტომას ედისონი პირველ მუსიკალურ მოწყობილობას, ფონოგრაფს შექმნიდა 1877 წელს, მანამდე ადამიანებს მუსიკის მოსმენა შეეძლოთ, მხოლოდ, მაშინ როცა ვინმე მათთვის უკრავდა. შემდეგ ფონოგრაფი ჩაანაცვლა რადიომ. HARMAN KARDON-მა 1953 წელს წარადგინა პირველი FM რადიო გადამცემი, რასაც მოჰყვა 1984 წელს JBL-ის მიერ ექსკლუზიურად Lincoln-ის ფირმის ავტომანქანებისათვის პირველი აუდიო სისტემის შექმნა. ალბათ, წარმოიდგინეთ რა სიამოვნება გახდა ადამიანებისათვის მუსიკის მოსმენა გზად... ამასთანავე მანქანის აუდიო სისტემაში შესაძლებელი გახდა, არა მხოლოდ რადიო გადაცემების მოსმენა, არამედ კომპაქტ დისკის (CD) გამოყენება და სასურველი ალბომის მოსმენა. ცხადია ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად შესაძლებელი გახდა ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი სიმღერის აჟღერება.  მუსიკის სფეროს ასეთმა განვითარებამ ბიძგი მოგვცა ბრენდული აუდიო სისტემების შოურუმი გაგვეხსნა საქართველოში. HARMAN-ის ოფიციალურ შოურუმში ვიზიტორებს ვთავაზობთ აუდიო სამყაროში მოგზაურობას. ჩვენთან ნებისმიერი მუსიკოსი თუ, უბრალოდ, ხარისხიანი მუსიკის მოყვარული გაიგებს დეტალებს, თუ როგორ მოიწყოს მისთვის კომფორტული აუდიო გარემო. HARMAN-თან მრავალწლიანი თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს მომხმარებლებს გამოცდილება გავუზიაროთ და დავეხმაროთ მათ საუკეთესო შედეგის მიღწევაში. რეალურად, მართლაც დიდი ინფორმაციაა, რომელიც გვინდა შოურუმში მოსულ სტუმარს გავუზიაროთ, კომპანიის განვითარების ეტაპებით დაწყებული, პროდუქციის მახასიათებლებით დამთავრებული, სრული ზოგადი სურათის აღქმაში ვეხმარებით მათ.  გვსურს ზოგადად HARMAN-ის ხედვა გავუზიაროთ, აუცილებელია გქონდეს შესაძლებლობა შედარების მეთოდით აარჩიო შენთვის საუკეთესო, რის საშუალებასაც ადგილზე ვაძლევთ მომხმარებლებს. პროდუქციას შორის კონტრასტის გათვალისწინებით ხდება საბოლოო არჩევანის გაკეთება. მნიშვნელოვანია ჩვენთან მოსული თითოეული სტუმრის სურვილი, თუმცა ჩვენ არასოდეს ვცდილობთ "გავასაღოთ" ის, რაც რეალურად მყიდველს არ სჭირდება. ჩვენ ვაძლევთ რჩევებს, რომ "სასურველი" აუდიო გარემოსთან თავსებადი და შესაფერისი უნდა იყოს. ადამიანების უმეტესობა მუსიკას უბრალოდ უსმენს, დეტალების დაკვირვების გარეშე. ჩვენ მათ ვუხსნით, რომ აუცილებელია კარგად "ესმოდეთ", რას უსმენენ, რაც ეხმარებათ მომხმარებლებს პრიორიტეტების დალაგებასა და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.  არ არის აუცილებელი იყო პროფესიონალი მუსიკოსი, იმისთვის, რომ მიხვდე რა მოგწონს, ეს არ არის ის, რაც უნდა ისწავლო, მუსიკა ემოციური კავშირია და შენ ამ კავშირს კარგად გრძნობ, როცა ხარისხიანი ყურსასმენით ან დინამიკით მუსიკის მოსმენის შემდეგ, იმავე სიმღერას მოისმენ უხარისხო პროდუქციით. 

სტატიის ავტორი:

2019-11-06

სრულად ნახვა
 
პროფესიონალური არჩევანი სკოლებისთვის
 ბრისტოლში, გაერთიანებულ სამეფოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული BACKWELL სკოლა ცოცხალი შესრულებებისთვის, სასკოლო ღონისძიებებისათვის, არტ გაკვეთილებისა თუ სხვა შემთხვევებისთვის აღიჭურვა HARMAN-ის JBL EON ONE PRO სისტემით. EON ONE PRO წარმოადგენს ელემენტზე მომუშავე ინოვაციურ და კომპაქტურ აუდიო სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას სასწავლო პროცესში და სხვა სასკოლო ღონისძიებებში. აღნიშნული სკოლა კულტურული ღონისძიებების ჩატარების მრავალწლიანი ტრადიციით გამოირჩევა. ყოველ წლიურად 1700 სტუდენტზე მეტი დგამს სასცენო სანახაობას, მიუზიკლებს, ასრულებენ მუსიკას, აგრეთვე არაერთი საკლუბო თუ სხვა ტიპის წვეულება ეწყობა როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეებში. ასეთი ფართო სპექტრის გამოყენებისთვის აკადემია საჭიროებდა  all-in-one აუდიო გადაწყვეტას, რომელიც თანამშრომლებისა თუ სტუდენტებისათვის იქნებოდა ერთნაირად მარტივი მოსახმარი ყველგან და ყოველთვის, მრავალმხრივი და ამავდროულად ძლიერი მოწყობილობა. მოკლევადიანი გამოსაცდელი პერიოდის შემდგომ აკადემია დარწმუნდა, რომ EON ONE PRO იყო ერთადერთი სწორი არჩევანი მათ ყოველდღიურობაში, რადგანაც ტრადიციული აუდიო სისტემები მათთვის არაპრაქტიკული აღმოჩნდა.  "ხმის ხარისხი უდიდეს განსხვავებას აძლევს ჩვენს წარმოდგენებსა თუ სახალხო გამოსვლებს, ამიტომაც უმნიშვნელოვანესია გაგვაჩნდეს ხარისხიანი რესურსი, როგორიცაა JBL EON ONE PRO"- ამბობს სკოლის დირექტორი. სკოლის ტექნიკური სამსახურის გუნდი კმაყოფილებას გამოთქვავს სისტემასთან დაკავშირებით, და ამბობს, რომ plug-and-play სიმარტივე სტუდენტებს ხელს უწყობს სარეპეტიციო დრო გაზარდონ და აუდიო ინჟინერიაშიც პირველი ნაბიჯები გადადგან, რაც თავისთავად ძალიან მაგარი გამოცდილებაა. სკოლის გუნდი და სტუდენტები დიდ სიამოვნებას იღებენ დინამიკის მოხმარებით და მთელი პასუხისმგებლობით ურჩევენ PRO-ს  სხვა სკოლებს. სისტემა გვთავაზობს უკონკურენტო პორტაბელურობას, მთლიანი სისტემა წარმოადგენს ერთ ნაწილს, მარტივად იშლება შესანახად და ტრანსპორტირებისათვის. ელემენტის წყალობით, რომელსაც 6 საათიან რეჟიმში მუშაობის რესურსი აქვს შესაძლებელია ნებისმიერ ადგილას მისი წაღება. შეაერთებ რამდენიმე მიკროფონს, ინსტრუმენტს და მორჩა შეგიძლია საქმეს შეუდგე. ყოველდღიურად EON ONE PRO-ს გამოყენების კიდევ ახალ გზებს პოულობენ მომხმარებლები, რაც წარმოუდგენლად სასიამოვნოა.  პრო ელექტრონიკსის გუნდი გთავაზობთ უსმინოთ საუკეთესოს, ჩვენ ვცდილობთ მარტივი და ხარისხიანი გამოსავალი შემოგთავაზოთ ნებისმიერ სიტუაციაში.

სტატიის ავტორი:

2019-10-28

სრულად ნახვა
 
როგორ ვაკონტროლოთ ფიდბექი?
სად: ფიდბექს ადგილი აქვს ნებისმიერ შემთხვევაში, როცა აუდიო სისტემაში შემავალი მოწყობილობა სიგნალს იღებს სისტემიდან გამომავალი არხით, მაგალითად, მიკროფონი თავისი სიგნალის დაყოვნებულ კოპიას უკანვე იღებს დინამიკიდან. როგორ: როცა ფიდბექის წრეზე ინფუთს ემატება აუთფუთი ტონალობაში შეიმჩნევა კონსტრუქციული და დესტრუქციული მონაცვლეობა. ამით რისი თქმა გვსურს...  რეალურ ცხოვრებაში თქვენ ფიდბექს ბოლომდე ვერ აიცილებთ თავიდან და იდეალურ უკუგებას ვერასდროს მიიღებთ. არჩევანი უნდა გააკეთოთ ორ მიზანს შორის: მიაღწიო მაქსიმუმ სიგნალს, ან მიაღწიო შენი შესრულებისთვის იდეალურ ტონალობას. შენ უნდა შეინარჩუნო ჟღერადობის მაქსიმალურად სუფთა ხარისხი, ამისთვის კი მნიშვნელოვანია დაიცვა ბალანსი. თუ შენ მაქსიმალურ სიგნალთან ახლოს მუშაობ მიიღებ ეგრეთ წოდებულ "ხელოვნურ პიკებს", რაც ტონალობას გააფუჭებს.  ამ პრობლემის გადასაჭრელად ჩვენ გასწავლით ფიდბექისგან პრევენციის 3 ხრიკს ! 1. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, დაგვეთანხმებით, არის სამუშაო სივრცის სათანადოდ მოწყობა ფიდბექის პასიური შემცირების მეთოდების გამოყენებით, რაც გულისხმობს დიფუზორის გამოყენებას, როგორც ნატურალურ EQ. გაითვალისწინეთ, რაც უფრო ნაკლები მიკროფონი და დინამიკი იქნება, მით უფრო ნაკლები ფიდბექი წარმოიქმნება. სივრცის მოწყობისას გაითვალისწინეთ, ასევე მიკროფონისა და დინამიკის ურთიერთმიმართულება (სასურველია ისინი იყვნენ ერთმანეთის საპირისპიროდ მიმართული),  მათ შორის დაიცავით დისტანცია.  2.შეამოწმეთ ოთახის აკუსტიკა ყველა თვალსაზრისით, ყურადღებით იყავით დინამიკის დილეის სისწორესა და პოლარობის საკითხებთან. გამოიყენეთ EQ, რომელსაც შეუძლია დაიჭიროს ნებისმიერი პრობლემატური ფიდბექ მონაკვეთი. (ჩვენ გირჩევთ dbx DRIVERACK-PA2) 3.ნელ-ნელა გაზარდეთ აუთფუთი და გატესტეთ მოცემულ სივრცეში ფიდბექის გარეშე რა დონემდე შეგიძლიათ მუშაობა. ხშირად მიკროფონის მიახლოვება გამოავლენს ხოლმე პრობლემურ ბგერებს, იმისთვის, რომ ეს ადგილები უფრო მარტივად შეამჩნიოთ, აუდიო სისტემის მაღალ ხმაზე მუშაობისას დარჩით თქვენს პოზიციაზე დახშული ყურით და მოუსმინეთ რამდენჯერმე. მას შემდეგ, რაც სიგნალს ვეღარ გაზრდით ახალ ფიდბექებთან შეჯახების გარეშე, მიხვდებით, რომ ეს არის მაქსიმუმი. გაითვალისწინეთ, თქვენი შესრულების დონე იქნება ამ მაქსიმუმიდან რამდენიმე დეციბალით (dB) დაბლა. 

სტატიის ავტორი:

2019-10-12

სრულად ნახვა
 
შეიძინე ავთენტური - შეიძინე სანდო !
 იყიდო სანდო ნიშნავს იყიდო უსაფრთხო. HARMAN-ის ყალბი სამომხმარებლო თუ პროფესიონალური ათასობით პროდუქტი დღეს უკვე მიზანმიმართულად იპყრობს არსებულ ბაზარს. ზედმეტად  კონკურენტუნარიან ბაზარზე ელექტრო, აუდიო პროდუქტებისადმი ნდობისა და ლოიალობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პროდუქციის ხარისხსა და რეპუტაციას. გარკვეული პროდუქციის პოპულარობის ზრდამ, მაგალითად პორტატული დინამიკებისა, გამოიწვია ბევრი ცნობილი ბრენდის თვითმარქვიების მხრიდან დაზარალება. ასეთი ყალბი პროდუქტები იყიდება ონლაინ, არაავტორიზებული მაღაზიების მიერ, რომლებიც წამყვანი ბრენდების ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ. სუსტი კომპონენტების გამო ისინი მოკლევადიანი გამოყენების შემდეგ ფუჭდება და საბოლოოდ უკმაყოფილო მომხმარებლის მიღმა რჩება ბრენდი, რითიც საფრთხე ექმნება მის რეპუტაციას.  HARMAN, რომელიც პროდუქციას აწარმოებს JBL-ის, AKG-სა და HARMAN KARDON-ის ბრენდის ქვეშ, თაღლითების წინაღმდეგ და მომხმარებლების დასაცავად თანამშრომლობს მსოფლიო მასშტაბით მხოლოდ ავტორიზებულ დილერებთან. HARMAN brazil-მა სულ ახლახანს იზეიმა თაღლითებთან გამარჯვება, კოორდინირებული შემოწმებების შედეგად დაახლოებით 1600 ყალბი პრდუქტის კონფისკაცია მოხდა, ამოღებული პროდუქციის ნიმუშები ტექნიკური შემოწმებისთვის გაიგზავნა შტატების კრიმინალურ ინსტიტუტში. ჩინეთში ასევე კოორდინირებული შემოწმებების შედეგად ამოიღეს 50-ზე მეტი გაყალბებული პროდუქტი, ტაილანდში კი 10 სხვადასხვა მაღაზიიდან მოხდა 250-ზე მეტი ყალბი პროფესიონალური დინამიკის კონფისკაცია. ჩვენ გადავწყვიტეთ რამდენიმე რჩევა მოგცეთ, იმისათვის, რომ შეძლოთ ორიგინალის გარჩევა ყალბისაგან. პირველ რიგში, პროდუქტი უნდა შეიძინოთ მხოლოდ ავტორიზებული დილერისაგან, ან უშუალოდ ოფიციალური საიტიდან. შეამოწმეთ ოფიციალური დილერი ლინკზე გადასვლით -- >> ( https://www.jblpro.com/www/support/international-distributors )  ისევე, როგორ სხვა ნებისმიერ პრემიუმ ხარისხის საქონელს, HARMAN-საც ყავს ყალბი კონკურენტები. გაითვალისწინეთ, ორიგინალი პროდუქტი მზადდება მაღალი ხარისხის კომპონენტებისაგან, ამიტომაც ფასიც შესაბამისია. თუ ხარისხს ეძებთ, ნუ მოგატყუებთ დაბალი ფასი!  ყალბ პროდუქტს შემადგენელი კოსმეტიკური დეტალები არ აქვს JBL-ის ლოგოთი ბრენდირებული. ყოველთვის შეამოწმეთ შეფუთვა, ლოგოს ფერი და პროდუქტზე მისი განთავსების ადგილი/ სიმეტრიულობა. ასევე უნდა ეწეროს წარმოების ადგილი, მისამართი და სავაჭრო ნიშნის შესახებ ინფორმაცია. შეფუთვა არ უნდა იყოს მსუბუქი, არ უნდა ასდიოდეს ქიმიური ელემენტების სუნი, საღებავი არ უნდა იყოს გაჩხაპნილი!  და ბოლოს! ნებისმიერი უზუსტობის შესახებ კითხვების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ავტორიზებულ დილერს! 

სტატიის ავტორი:

2019-10-05

სრულად ნახვა
 
უსმინე უსაფრთხოს
 მუსიკა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებში ფაქტია დიდ როლს თამაშობს, მოვყავართ ხასიათზე, გვეხმარება კონცენტრირებაში ან უბრალოდ სამსახურიდან სახლამდე განტვირთვაში გვიწყობს ხელს. კვლევებმა აჩვენეს, რომ ხშირ შემთხვევაში მუსიკის, განსაკუთრებით მაღალ ხმაზე მოსმენა იწვევს სმენის დაქვეითებას. ამიტომ უნდა ვაკონტროლოთ რას ვუსმენთ და როგორი ხარისხით. ალბათ იცით, რომ ჩვენს ყურში დაახლოებით ათი ათასი პაწაწუნა უჯრედი პასუხისმგებელია ყველა ბგერაზე, რომელსაც ჩვენ ვისმენთ, გარდაქმნას სიგნალად, რომელსაც ჩვენი ტვინი აღიქვამს. გადამეტებული ხმოვანი სიგნალები აზიანებს ამ უჯრედებს და იწვევს სმენის დაქვეითებას. მიუხედავად იმისა მოგვწონს თუ არ მოგვწონს ხმა, იქნება ეს მანქანისა თუ მატარებლის სიგნალი ან სასოამოვნო მუსიკა, რომელსაც ვუსმენთ როკ კონცერტზე, კლუბში თუ უბრალოდ ჩვენი ყურსასმენით, მათ მაინც აქვთ მნიშვნელოვანი ზემოქმედება ჩვენს სმენაზე. სმენის დაკარგვის ზრდის მაჩვენებელმა განსაზღვრა ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის აუცილებლობა. კომპანია HARMAN, როგორც უამრავი ინოვაციური ბრენდის შემქმნელი ამაყობს ნიჭიერი და ძლიერი R&D გუნდით, რომელიც 70 წელზე მეტია ზრუნავს მომხმარებელზე და აწვდის მსოფლიო ბაზარს უმაღლესი ხარისხის, უსაფრთხო  აუდიო პროდუქციას.  დღეს უკვე ბაზარზე არსებობს სმენაზე ორიენტირებული ყურსასმენები, noise cancelling ტექნოლოგია ახშობს გარშემო ხმაურს და ამავდროულად, საშუალებას გაძლევს აკონტროლო რა ხდება შენს ირგვლივ. განვიხილოთ akg K სერიის ყურსასმენები, ნებისმიერი მოდელი უზრუნველყოფს ბალანსირებული, კრისტალურად სუფთა და მაღალი ხარისხის ჟღერადობის წარმოქმნას, ნებისმიერი კომპოზიციის მოსმენისას იდეალურად გამოარჩევს სხვადასხვა ინსტრუმენტსა და ვოკალს, კარგად ახშობს გარედან შემოსულ ხმაურს და შესაბამისად არ გჭირდება მაქსიმალურ ხმაზე მოსმენა, რაც მნიშვნელოვანია სმენის შესანარჩუნებლად. ამ სერიის მოდელებს აქვთ საშუალოდ 16Hz-22kHz სიხშირული დიაპაზონი, რაც აღიარებულია ადამიანის ყურისთვის ყველაზე მისაღებ აუდიო სიხშირულ დიაპაზონად.   ცხადია, მსოფლიო არ აპირებს "გაჩუმებას",ამიტომაც სმენაზე მავნე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად უკვე არსებობს არაერთი ხარისხიანი უსადენო თუ სადენიანი ყურსასმენი...  დროა იზრუნოთ საკუთარ სმენაზე AKG-სთან ერთად... 

სტატიის ავტორი:

2019-09-24

სრულად ნახვა
 
JBL ONE სერიის 104 როგორც 305P MKII-ის კარგი ალტერნატივა
JBL ONE სერიის 104 თუ JBL 305 MKII სტუდიური მონიტორი ?? ბევრისთვის საინტერესო საკითხს განვიხლავთ დღეს, შევადარებთ JBL -ის სტუდიურ მონიტორებს, ვიმსჯელებთ ვის რომელი მოდელი გამოადგება უფრო და რატომ. ხარისხი და მახასიათებლები ახალი, ხელმისაწვდომი და გაცილებით კომპაქტური JBL 104 მოსახერხებელია მათთვის, ვისაც სამუშაოდ შეზღუდული სივრცე აქვს. მასალა წარმოადგენს მაღალი ხარისხის პლასტმასს და ვიზუალურად საკმაოდ დახვეწილი დიზაინი აქვს. 305 მოდელის შემთხვევაშიც მასალა არის ასევე მაღალი ხარისხის პლასტმასი. თვისობრივად 104-ის აკუსტიკური მხარე ვერ ჩაითვლება ძლიერად, თქვენ მოგიწევთ დამატებითი ექვალაიზერის გამოყენებით მისი სიხშირული უკუგება მოარგოთ ოთახის პირობებსა და თქვენ საჭიროებებს. 305 მოდელს კი შეუძლია ბასისა და ტონალობის კონტროლი. 104 -სგან განსხვავებით, რომელიც პასიური დიზაინისაა, 305 წარმოადგენს სრულიად აქტიურ აუდიო სისტემას ორი გამაძლიერებლით, (თითო კონსოლი= 82 watts ), მომცრო 104 იყენებს მხოლოდ ერთ სტერეო გამაძლიერებელს, ძირითადი, ანუ "მასტერ" კონსოლი მარაგდება 2x30 watts გამაძლიერებლით, ხოლო დამხმარე კონსოლი ჩვეულებივი დინამიკის კაბელით. ერთი გამაძლიერებლის ქონა უპირატესობად შეგვიძლია ჩავუთვალოთ 104-ს იმიტომ, რომ ერთი საკონტროლო ღილაკით შესაძლებელია მთლიანი აუდიო სისტემის მართვა და გაცილებით მარტივია, რაც შეეხება 305-ს თითოეულ კონსოლს აქვს თავისი დამოუკიდებელი საკონტროლო ღილაკი, შესაბამისად თქვენ მთლიანი აუდიო სისტემის ერთდროულად სამართავად დამატებით თქვენი ინტერფეისი დაგჭირდებათ, მაგალითად ლეპტოპი. 104-ის კიდევ ერთი უპირატესობაა მასტერ კონსოლის წინა პანელზე არსებული ყურსასმენის და "aux "-ის შემავალი პორტები.  ჟღერადობის თვალსაზრისით ეს ორი მოდელი მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან, ისევე, როგორც ვიზუალურად. 104 მცირე ზომის მიუხედავად საკმაოდ ძლიერ ბასს წარმოქმნის და უნდა აღინიშნოს, რომ საბვუფერის გარეშეც ნებისმიერი გარემოსთვის საკმარისია, თუმცა 305-თან შედარებით ხმის გავრცელება ნაკლები აქვს. ტონალობის საშუალო დიაპაზონი ჰომოცენტრული ტვიტერების წყალობით ცოტა მოსაწყენია, ხოლო 305 გვაძლევს გაცილებით დიდ დიაპაზონს და შესაბამისად უფრო ბუნებივად ჟღერს.  ორივე მოდელის შემთხვევაში მუსიკა კარგად მოსმენადია, თუმცა თუ პროფესიული თვალსაზრისით შევადარებთ 104 ვერც კი შეედრება 305 მოდელს. 104 მოდელი თავის ზომასთან შეფარდებით გასაოცრად ხმამაღლა უკრავს, თუმცა მნიშვნელოვანია შესრულების ხარისხი. 305-ს შეუძლია მაქსიმალურად მაღალ ხმაზეც კი მუსიკა დამახინჯების გარეშე გააჟღეროს. ასე რომ 104 შეიძლება გამოადგეთ ვლოგერებს, ასევე ფლეიბექის დასაკვირვებლად, ვაღიაროთ, რომ დამწყებთათვის კარგი ალტერნატივაა, ხოლო თუ მუსიკის შექმნა და მონიტორინგი თქვენი პროფესიაა, მაშინ 305 უნდა აირჩიოთ. 

სტატიის ავტორი:

2019-09-13

სრულად ნახვა
 
გიგანტების არჩევანი
   დღეს ჩვენს ბლოგში  შევეხებით ისეთი მასშტაბური ღონისძიების განხილვას, რომლის გახმოვანებაც მძლავრი და ტექნოლოგიურად განვითარებული პროდუქტის გამოყენებას მოითხოვს.    ახალი წელი- ეს ის დროა, როცა მრავალი ცოცხალი წარმოდგენიდან წამოსული ბგერების ტალღა ფარავს NEW YORK-ის ქუჩებს, ამავდროულად მიმდინარე მოვლენებს ნებისმიერ ამინდში მილიარდობით მაყურებელი ადევნებს თვალს.  NEW YORK-ის წინასაახალწლო დღესასწაულის ტრადიცია უკვე 100 წლიან ისტორიას ითვლის, ასეთი მასშტაბის ღონისძიების ჩატარება კი დიდ პასუხისხმგებლობას მოითხოვს. საორგანიზაციო საკითხებზე პასუხისმგებელი კომპანია "MARYLAND SOUND INTERNATIONAL" 20 წელზე მეტია გვთავაზობს პრემიუმ ხარისხის შოუებს ცივი ქარის, წვიმის, თოვლის და ხალხმრავლობის მიუხედავად. მსგავსი რეპუტაციის მქონე კომპანია, რომლის პორტფოლიოც პრეზიდენტის ინაუგურაციის არაერთი ცერემონიალის ორგანიზებით გამოირჩევა არჩევანს აკეთებს HARMAN-ის პროფესიონალურ VERTEC, LINE ARRAY, CSX სისტემებზე, CROWN-ის გამაძლიერებლის თანხლებით.  რაც შეეხება უშუალოდ ინსტალაციას, დინამიკების განთავსება მოხდა მაღალსართულიან კორპუსებსა და ანძებზე, რათა ქუჩის ნებისმიერ წერტილში გავრცელებულიყო იდეალური ხმა, CROWN გამაძლიერებლის დაქსელვა გაკეთდა თითოეულ ანძასა და შენობაში. ხმის კონფიგურაცია, მონიტორინგი და კონტროლი დაექვემდებარა დისტანციურ JBL-ის PERFORMANCE MANAGER პროგრამული უზრუნველყოფით მართვას. საბოლოოდ კავშირის ჯაჭვი შთამბეჭდავი აღმოჩნდა, ნებისმიერ კუთხეში მუსიკა სრულდებოდა იდენტურად სრულყოფილი ხარისხით.   #JBL #daretolisten  

სტატიის ავტორი:

2019-09-04

სრულად ნახვა
 
AKG უსადენო მიკროფონების უპირატესობა
 რა გაიძულებთ დაიხიოთ უკან უსადენო მიკროფონებზე არჩევანის გაკეთებისას? სიგნალის წყვეტა, ხმის სუსტი ხარისხი და არასანდოობა? კარგად დაფიქრდით, ჩვენ კი შევეცდებით დაგარწმუნოთ AKG უსადენო მიკროფონების უპირატესობაში. დღესდღეობით უსადენო სისტემებს შეუძლიათ გადმოსცენ ისეთივე კარგი-და ხშირად უკეთესი სიგნალი, ვიდრე სადენიან სისტემებს, და ისეთი სანდოები არიან როგორც არასდროს. ვის შეუძლია ისარგებლოს უსადენო მიკროფონით? პასუხი მარტივია- ყველას, ვისაც სურს განთავისუფდეს კაბელების შეზღუდვებისგან.  მუსიკოსები პრეზენტატორები ფიტნეს ინსტრუქტორები ჟურნალისტები ვლოგერები მცირე მეწარმეები მათ შეუძლიათ ყოველდღიურად ისარგებლონ უსადენო მიკროფონების სისტემით. AKG-ს ახალი სისტემების წყალობით ბევრი პრობლემის მარტივად მოგვარებას შეძლებთ. განვიხილოთ მისი დადებითი მხარეები. პირველ რიგში, ვნახოთ როგორ მუშაობს. ყველა უსადენო მიკროფონის სისტემა შედგება მიკროფონისგან ან ინსტრუმენტალური ინფუთისგან, გადამცემისგან, რაც გარდაქმნის აუდიო სიგნალს RF სიგნალად და მიმღებისგან, რომელიც რადიო სიგნალს გარდაქმნის ისევ ელექტრო აუდიო სიგნალად, საბოლოოდ კი გახმოვანების სისტემაში აგზავნის. ანალოგური სისტემა მიკროფონიდან გადმოცემული სიგნალის შემცირებას ახდენს და მიმღებში ახდენს მის გაზრდას. ეს პროცესი აუდიო სიგნალის დინამიურ სახეცვლილებებს ზრდის და ამცირებს ხმაურს. მეორეს მხრივ, ციფრული სისტემები ახდენენ ბგერების გარდაქმნას ციფრულ სიგნალად, რაც ცვლის რადიო გადამცემის სიგნალს, რომელიც ვრცელდება ჰაერში, ხოლო მიმღებზე ეს ციფრული სიგნალი კონვერტირდება ისევ ბგერებად. ციფრული სისტემები გვთავაზობს უკეთეს აუდიო ხარისხს, რადგან გარდაიქმნება მაღალი რეზოლუციის სიგნალად. სისტემაში შემავალ და გამომავალ სიგნალებს შორის დაყოვნებას ამცირებს მაქსიმალურად, რაც უნდა აღინიშნოს, რომ ცოცხალი შესრულებისას დიდი გამოწვევაა. მუშაობის სიმარტივე გულისხმობს PLUG AND PLAY ფუნქციას. ბატარიის ხანგრძლივობა AKG-ს კიდევ ერთი პლუსია. და ბოლოს, სისტემის დაცულობა. კორპორატიული თუ სამთავრობო კომუნიკაციები მოითხოვს ინფორმაციის კონფიდენციალობას. ციფრულ სისტემებს საუკეთესოდ შეუძლიათ სენსიტიური ინფორმაციის დაცვა, რადგან შესაძლებელია ციფრული სიგნალების დაფარულ კოდად გარდაქმნა. 

სტატიის ავტორი:

2019-08-29

სრულად ნახვა
 
რატომ უნდა ენდოთ JBL-ს ?
აუდიო სისტემა უნდა იყოს გამძლე და გამოსადეგი. JBL-ის ინჟინრებმა გადაწყვიტეს მათი მუშაობის რესურსი კიდევ უფრო გაზარდონ, არა მხოლოდ გამძლეობის თვალსაზრისით, არამედ მუშაობის ხარისხის სტაბილურობით ჩართვის მომენტიდან. თითოეული პროფესიონალური ნაწარმი გადის ტესტირების რამდენიმე ეტაპს რეალურ, პრაქტიკულ გარემოში სრული დატვირთვით მუშაობის მზადყოფნისთვის. JBL-ის მეთოდები არ ჰგავს აუდიო ინდუსტრიაში გამოყენებულ სხვა მეთოდებს. ისინი იყენებენ, ეგრეთ წოდებულ, TORTURE TESTING მეთოდს, რაც გულისხმობს დინამიკის განუწყვეტლივ 100 საათიან რეჟიმში მუშაობაზე დაკვირვებას. ტესტის ჩაბარების შემდეგ აუდიო პროფესიონალებს შეუძლიათ ენდონ დინამიკის კომპონენტებს ნებისმიერ კრიტიკულ პირობებში.  The Linear Spatial Reference (LSR) ფილოსოფია დაფუძნებულია არა ერთგანზომილებიან შემოწმების პრინციპზე, როგორც ამას იყენებენ ძირითადად სხვა მწარმოებლები, არამედ სისტემის ერთიანობაში მუშაობის პრინციპზე, სხვადასხვა აკუსტიკურ გარემოში. თუკი ყველა სხვა ბრენდი ფოკუსირებულია დინამიკის სიხშირულ უკუგებაზე მხოლოდ ცენტრალური მიმართულებით, JBL მონიტორებს ამოწმებს სფერულად, მსმენელის პოზიციას განიხილავს ყველა მხრიდან, 360 გრადუსიანი კუთხით. 72 ტიპის შემოწმება ახდენს საბოლოო ჟღერადობის ოპტიმიზაციას ოთახის ნებისმიერ წერტილში. JBL-ს აქვს რამდენიმე სპეციფიკური აპლიკაცია ექოს პირობებში დინამიკის გასატესტად. JBL ერთ-ერთი მწარმოებელია მსოფლიოში, რომელსაც საკუთარი ბრენდირებული პანელები გააჩნია. სხვადასხვა პოზიციიდან თქვენ გესმით დინამიკის ჟღერადობის და კედლების ანარეკლის კომბინაცია, ამიტომ დინამიკის მუშაობის შესამოწმებლად არსებითი როლი აქვს აკუსტიკურ პანელებს, კერძოდ, იმისათვის რომ დინამიკის ჟღერადობის ხარისხი ზუსტად განისაზღვროს აუცილებელია მისი შემოწმება ჩამწერი ოთახის ყველა წერტილში. JBL-მა ამ კუთხითაც ინოვაციური მეთოდი დანერგა SPEAKER SHUFFLE, კომპიუტერით მართვადი მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს დინამიკების სივრცეში მონაცვლეობას სულ რაღაც 3 წამში. როგორც ხედავთ მათი ტექნიკური გუნდი საუკეთესოა ინდუსტრიაში. 

სტატიის ავტორი:

2019-08-27

სრულად ნახვა
 
შექმნილია სპეციალურად ‘Berlin Hauptbahnhof’ რკინიგზის სადგურისთვის
JBL- ის პროფესიონალური IntelliDisc-DS90 მოდელი სპეციალურად შეიქმნა ბერლინის ცენტრალური ‘Berlin Hauptbahnhof’ რკინიგზის სადგურისთვის. სადგურის ორ დონიანი 14 პლატფორმიანი განლაგება, სართულებს შორის ღია სივრცეებით, მოითხოვდა გადაწყვეტილებას, რომელიც უზრუნველყოფდა ხმის იდეალურ სისუფთავეს მცირე ან ზედმეტად ხმაურიან პლატფორმებზე. IntelliDisc-DS90 გახლავთ ინოვაციური კონცეფტი. მსოფლიოში პირველი სრულად ინტეგრირებული array ტიპის ორ განზომილებიანი დინამიკია, მთლიანად ციფრულ კონტროლზე. მოდელი იყენებს DDS ტექნოლოგიას (ციფრული სინთეზი), რაც ხმის გავრცელების კონტროლის საშუალებას იძლევა როგორც ჰორიზონტალური, ისე ვერტიკალური დახრით. ციფრულ რეჟიმში შესაძლებელია ხმის გავრცელების კუთხის განსაზღვრა მაღლა, დაბლა, მარცხნივ, მარჯვნივ მიმართულებით. ასევე ტექნოლოგია უზრუნველყოფს ხმის გავრცელების შეზღუდვას არასასურველ არეალში. ტექნოლოგია დაფუძნებულია სივრცეების ოპტიმიზაციის უნიკალურ ალგორითმზე, დაწყებული დარბაზებსა თუ ღია სივრცეებში სასურველი წნევის (SPL) განაწილებიდან, დამთავრებული ნებისმიერი არხის ჟღერადობის ხარისხით, ყველა დეტალი გათვლილია. IntelliDisc-DS90 მაქსიმალური სიზუსტით უზრუნველყოფს ბგერის თანაბარი წნევით გავრცელებას 30 მეტრამდე მანძილზე.  მოდელმა ნამდვილად დაამტკიცა, რომ მრავალმხრივი და ეფექტური გამოსავალია რთულ აკუსტიკურ პირობებში და წარმოქმნის კრისტალურად სუფთა ჟღერადობას. 

სტატიის ავტორი:

2019-08-27

სრულად ნახვა