happyaudio

 როგორც დაგპირდით დღევანდელ ბლოგში ვისაუბრებ AKG WMS 45 WIRELESS SPORT SET მიკროფონის კომპლექტზე, რომელიც, როგორც სტატიებიდან გავარკვიე, განსაკუთრებით პოპულარულია ფიტნეს სფეროში. ერთ-ერთ საუკეთესო კომპლექტად ითვლება ზუმბა და ფიტნეს ინსრუქტორებისთვის, აერობიკისა და ასევე პირადი ტრენერებისთვის.

 ზოგადად უკაბელო მიკროფონების კომპლექტი იდეალური მოწყობილობაა სახალხო გამომსვლელებისთვის, წამყვანებისა თუ ლექტორებისთვის. მარტივი გამოყენებისა და სიმსუბუქის წყალობით საშუალებას იძლევა გადადგილდე ნებისმიერი მიმართულებით შეუფერხებლად. იმის გათვალისწინებით, რომ ინსტრუქტორებს ხშირად რთული ვარჯიშის შესრულება უწევთ, გასაოცარია ამ კონკრეტული მიკროფონის მოხერხებული დიზაინი. თავზე მაგრდება იმდენად მყარად, რომ სირბილის, ცეკვის თუ ხტუნვის დროსაც კი თავდაჯერებულობის განცდას უქმნის მწვრთნელს და მათ შეუძლიათ ფოკუსირდნენ მხოლოდ ფიტნეს რუტინაზე და არა მიკროფონის ტარებით გამოწვეულ დისკომფორტზე. მოიხმარს ერთ AA ტიპის ელემენტს 8 საათიან რეჟიმში, რაც კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის. WMS 45 SPORT SET გათვალისწინებულია აქტიური მომხმარებლებისთვის, ამიტომაც მისი ტარება მაქსიმალურად კომფორტულია, ზომის გათვალისწინებით შესაძლებელია გადამცემის ჯიბეზე დამაგრებაც, აღსანიშნავია, რომ მასალა გამოირჩევა ნესტისაგან დამცავი თვისებებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვარჯიშის დროს. ასევე გასათვალისწინებელი ფაქტორია PLUG-AND-PLAY  ფუნქცია, იმ შემთხვევაში თუ ინსტრუქტორს სხვადასხვა დაწესებულებაში უწევს მუშაობა, რაც ეხმარება მას დროულად შეუდგეს საქმეს და დრო არ დახარჯოს მოწყობილობის ტექნიკურად გამართვაზე.  ამ მოდელს არ სჭირდება ლიცენზია, ოპერირებს 8 სხვადასხვა კარიერულ სიხშირეზე. სიხშირული დიაპაზონი მონაცვლეობს: 500 – 865 MHz, კრისიტალურად სუფთა ხმას გადასცემს მიმღებიდან 30 მეტრის მოშორებითაც კი.

მრავალფუნქციური, კომფორტული, ბრენდული და თანაც ბიუჯეტური , AKG სრულყოფილი კომპანიონი პროფესიონალი ტრენერებისთვის.

სტატიის ავტორი , 2019-12-07