happyaudio

 უძველესი ცივილიზაციებიდან მოყოლებული მუსიკა თან ახლდა ადამიანთა კულტურას, არქეოლოგებს არაერთი ნივთმტკიცება აღმოუჩენიათ ამ ფაქტის დასტურად, სხვადასხვა პრიმიტიული საყვირის გამოსახულება და სადღესასწაულო ნახატები არქეოლოგიურ ძეგლებზე. თანამედროვე ეპოქის ფეხდაფეხ მუსიკა კვლავ რჩება ღირსშესანიშნავი თარიღების, დღესასწაულებისა თუ ღონისძიებების მუდმივ თანამგზავრად, თუმცა უძველესიდან უახლესამდე მრავალჯერ განიცადა ტრანსფორმაცია. სანამ ტომას ედისონი პირველ მუსიკალურ მოწყობილობას, ფონოგრაფს შექმნიდა 1877 წელს, მანამდე ადამიანებს მუსიკის მოსმენა შეეძლოთ, მხოლოდ, მაშინ როცა ვინმე მათთვის უკრავდა. შემდეგ ფონოგრაფი ჩაანაცვლა რადიომ. HARMAN KARDON-მა 1953 წელს წარადგინა პირველი FM რადიო გადამცემი, რასაც მოჰყვა 1984 წელს JBL-ის მიერ ექსკლუზიურად Lincoln-ის ფირმის ავტომანქანებისათვის პირველი აუდიო სისტემის შექმნა. ალბათ, წარმოიდგინეთ რა სიამოვნება გახდა ადამიანებისათვის მუსიკის მოსმენა გზად... ამასთანავე მანქანის აუდიო სისტემაში შესაძლებელი გახდა, არა მხოლოდ რადიო გადაცემების მოსმენა, არამედ კომპაქტ დისკის (CD) გამოყენება და სასურველი ალბომის მოსმენა. ცხადია ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად შესაძლებელი გახდა ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი სიმღერის აჟღერება.

 მუსიკის სფეროს ასეთმა განვითარებამ ბიძგი მოგვცა ბრენდული აუდიო სისტემების შოურუმი გაგვეხსნა საქართველოში. HARMAN-ის ოფიციალურ შოურუმში ვიზიტორებს ვთავაზობთ აუდიო სამყაროში მოგზაურობას. ჩვენთან ნებისმიერი მუსიკოსი თუ, უბრალოდ, ხარისხიანი მუსიკის მოყვარული გაიგებს დეტალებს, თუ როგორ მოიწყოს მისთვის კომფორტული აუდიო გარემო. HARMAN-თან მრავალწლიანი თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს მომხმარებლებს გამოცდილება გავუზიაროთ და დავეხმაროთ მათ საუკეთესო შედეგის მიღწევაში. რეალურად, მართლაც დიდი ინფორმაციაა, რომელიც გვინდა შოურუმში მოსულ სტუმარს გავუზიაროთ, კომპანიის განვითარების ეტაპებით დაწყებული, პროდუქციის მახასიათებლებით დამთავრებული, სრული ზოგადი სურათის აღქმაში ვეხმარებით მათ.

 გვსურს ზოგადად HARMAN-ის ხედვა გავუზიაროთ, აუცილებელია გქონდეს შესაძლებლობა შედარების მეთოდით აარჩიო შენთვის საუკეთესო, რის საშუალებასაც ადგილზე ვაძლევთ მომხმარებლებს. პროდუქციას შორის კონტრასტის გათვალისწინებით ხდება საბოლოო არჩევანის გაკეთება. მნიშვნელოვანია ჩვენთან მოსული თითოეული სტუმრის სურვილი, თუმცა ჩვენ არასოდეს ვცდილობთ "გავასაღოთ" ის, რაც რეალურად მყიდველს არ სჭირდება. ჩვენ ვაძლევთ რჩევებს, რომ "სასურველი" აუდიო გარემოსთან თავსებადი და შესაფერისი უნდა იყოს. ადამიანების უმეტესობა მუსიკას უბრალოდ უსმენს, დეტალების დაკვირვების გარეშე. ჩვენ მათ ვუხსნით, რომ აუცილებელია კარგად "ესმოდეთ", რას უსმენენ, რაც ეხმარებათ მომხმარებლებს პრიორიტეტების დალაგებასა და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

 არ არის აუცილებელი იყო პროფესიონალი მუსიკოსი, იმისთვის, რომ მიხვდე რა მოგწონს, ეს არ არის ის, რაც უნდა ისწავლო, მუსიკა ემოციური კავშირია და შენ ამ კავშირს კარგად გრძნობ, როცა ხარისხიანი ყურსასმენით ან დინამიკით მუსიკის მოსმენის შემდეგ, იმავე სიმღერას მოისმენ უხარისხო პროდუქციით. 

სტატიის ავტორი , 2019-11-06