happyaudio

JBL- ის პროფესიონალური IntelliDisc-DS90 მოდელი სპეციალურად შეიქმნა ბერლინის ცენტრალური ‘Berlin Hauptbahnhof’ რკინიგზის სადგურისთვის. სადგურის ორ დონიანი 14 პლატფორმიანი განლაგება, სართულებს შორის ღია სივრცეებით, მოითხოვდა გადაწყვეტილებას, რომელიც უზრუნველყოფდა ხმის იდეალურ სისუფთავეს მცირე ან ზედმეტად ხმაურიან პლატფორმებზე.
IntelliDisc-DS90 გახლავთ ინოვაციური კონცეფტი. მსოფლიოში პირველი სრულად ინტეგრირებული array ტიპის ორ განზომილებიანი დინამიკია, მთლიანად ციფრულ კონტროლზე. მოდელი იყენებს DDS ტექნოლოგიას (ციფრული სინთეზი), რაც ხმის გავრცელების კონტროლის საშუალებას იძლევა როგორც ჰორიზონტალური, ისე ვერტიკალური დახრით. ციფრულ რეჟიმში შესაძლებელია ხმის გავრცელების კუთხის განსაზღვრა მაღლა, დაბლა, მარცხნივ, მარჯვნივ მიმართულებით. ასევე ტექნოლოგია უზრუნველყოფს ხმის გავრცელების შეზღუდვას არასასურველ არეალში. ტექნოლოგია დაფუძნებულია სივრცეების ოპტიმიზაციის უნიკალურ ალგორითმზე, დაწყებული დარბაზებსა თუ ღია სივრცეებში სასურველი წნევის (SPL) განაწილებიდან, დამთავრებული ნებისმიერი არხის ჟღერადობის ხარისხით, ყველა დეტალი გათვლილია. IntelliDisc-DS90 მაქსიმალური სიზუსტით უზრუნველყოფს ბგერის თანაბარი წნევით გავრცელებას 30 მეტრამდე მანძილზე. 
მოდელმა ნამდვილად დაამტკიცა, რომ მრავალმხრივი და ეფექტური გამოსავალია რთულ აკუსტიკურ პირობებში და წარმოქმნის კრისტალურად სუფთა ჟღერადობას. 

სტატიის ავტორი , 2019-08-27