×
პრო აუდიო
PA აუდიო
უსაფრთხოების სისტემები
სასცენო აქსესუარები
კომუტაცია
ეკრანები
პროექტორები
რეკები და სასერვეროს კომპონენტები
ქსელური მოწყობილობები
განათება
ეფექტების აპარატები
ფერმა
happyaudio

 ბრისტოლში, გაერთიანებულ სამეფოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული BACKWELL სკოლა ცოცხალი შესრულებებისთვის, სასკოლო ღონისძიებებისათვის, არტ გაკვეთილებისა თუ სხვა შემთხვევებისთვის აღიჭურვა HARMAN-ის JBL EON ONE PRO სისტემით. EON ONE PRO წარმოადგენს ელემენტზე მომუშავე ინოვაციურ და კომპაქტურ აუდიო სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას სასწავლო პროცესში და სხვა სასკოლო ღონისძიებებში. აღნიშნული სკოლა კულტურული ღონისძიებების ჩატარების მრავალწლიანი ტრადიციით გამოირჩევა. ყოველ წლიურად 1700 სტუდენტზე მეტი დგამს სასცენო სანახაობას, მიუზიკლებს, ასრულებენ მუსიკას, აგრეთვე არაერთი საკლუბო თუ სხვა ტიპის წვეულება ეწყობა როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეებში. ასეთი ფართო სპექტრის გამოყენებისთვის აკადემია საჭიროებდა  all-in-one აუდიო გადაწყვეტას, რომელიც თანამშრომლებისა თუ სტუდენტებისათვის იქნებოდა ერთნაირად მარტივი მოსახმარი ყველგან და ყოველთვის, მრავალმხრივი და ამავდროულად ძლიერი მოწყობილობა. მოკლევადიანი გამოსაცდელი პერიოდის შემდგომ აკადემია დარწმუნდა, რომ EON ONE PRO იყო ერთადერთი სწორი არჩევანი მათ ყოველდღიურობაში, რადგანაც ტრადიციული აუდიო სისტემები მათთვის არაპრაქტიკული აღმოჩნდა. 

"ხმის ხარისხი უდიდეს განსხვავებას აძლევს ჩვენს წარმოდგენებსა თუ სახალხო გამოსვლებს, ამიტომაც უმნიშვნელოვანესია გაგვაჩნდეს ხარისხიანი რესურსი, როგორიცაა JBL EON ONE PRO"- ამბობს სკოლის დირექტორი.

სკოლის ტექნიკური სამსახურის გუნდი კმაყოფილებას გამოთქვავს სისტემასთან დაკავშირებით, და ამბობს, რომ plug-and-play სიმარტივე სტუდენტებს ხელს უწყობს სარეპეტიციო დრო გაზარდონ და აუდიო ინჟინერიაშიც პირველი ნაბიჯები გადადგან, რაც თავისთავად ძალიან მაგარი გამოცდილებაა. სკოლის გუნდი და სტუდენტები დიდ სიამოვნებას იღებენ დინამიკის მოხმარებით და მთელი პასუხისმგებლობით ურჩევენ PRO-ს  სხვა სკოლებს.

სისტემა გვთავაზობს უკონკურენტო პორტაბელურობას, მთლიანი სისტემა წარმოადგენს ერთ ნაწილს, მარტივად იშლება შესანახად და ტრანსპორტირებისათვის. ელემენტის წყალობით, რომელსაც 6 საათიან რეჟიმში მუშაობის რესურსი აქვს შესაძლებელია ნებისმიერ ადგილას მისი წაღება. შეაერთებ რამდენიმე მიკროფონს, ინსტრუმენტს და მორჩა შეგიძლია საქმეს შეუდგე. ყოველდღიურად EON ONE PRO-ს გამოყენების კიდევ ახალ გზებს პოულობენ მომხმარებლები, რაც წარმოუდგენლად სასიამოვნოა. 

პრო ელექტრონიკსის გუნდი გთავაზობთ უსმინოთ საუკეთესოს, ჩვენ ვცდილობთ მარტივი და ხარისხიანი გამოსავალი შემოგთავაზოთ ნებისმიერ სიტუაციაში.

სტატიის ავტორი , 2019-10-28