happyaudio

   დღეს ჩვენს ბლოგში  შევეხებით ისეთი მასშტაბური ღონისძიების განხილვას, რომლის გახმოვანებაც მძლავრი და ტექნოლოგიურად განვითარებული პროდუქტის გამოყენებას მოითხოვს.

   ახალი წელი- ეს ის დროა, როცა მრავალი ცოცხალი წარმოდგენიდან წამოსული ბგერების ტალღა ფარავს NEW YORK-ის ქუჩებს, ამავდროულად მიმდინარე მოვლენებს ნებისმიერ ამინდში მილიარდობით მაყურებელი ადევნებს თვალს.

 NEW YORK-ის წინასაახალწლო დღესასწაულის ტრადიცია უკვე 100 წლიან ისტორიას ითვლის, ასეთი მასშტაბის ღონისძიების ჩატარება კი დიდ პასუხისხმგებლობას მოითხოვს. საორგანიზაციო საკითხებზე პასუხისმგებელი კომპანია "MARYLAND SOUND INTERNATIONAL" 20 წელზე მეტია გვთავაზობს პრემიუმ ხარისხის შოუებს ცივი ქარის, წვიმის, თოვლის და ხალხმრავლობის მიუხედავად. მსგავსი რეპუტაციის მქონე კომპანია, რომლის პორტფოლიოც პრეზიდენტის ინაუგურაციის არაერთი ცერემონიალის ორგანიზებით გამოირჩევა არჩევანს აკეთებს HARMAN-ის პროფესიონალურ VERTEC, LINE ARRAY, CSX სისტემებზე, CROWN-ის გამაძლიერებლის თანხლებით.

 რაც შეეხება უშუალოდ ინსტალაციას, დინამიკების განთავსება მოხდა მაღალსართულიან კორპუსებსა და ანძებზე, რათა ქუჩის ნებისმიერ წერტილში გავრცელებულიყო იდეალური ხმა, CROWN გამაძლიერებლის დაქსელვა გაკეთდა თითოეულ ანძასა და შენობაში. ხმის კონფიგურაცია, მონიტორინგი და კონტროლი დაექვემდებარა დისტანციურ JBL-ის PERFORMANCE MANAGER პროგრამული უზრუნველყოფით მართვას. საბოლოოდ კავშირის ჯაჭვი შთამბეჭდავი აღმოჩნდა, ნებისმიერ კუთხეში მუსიკა სრულდებოდა იდენტურად სრულყოფილი ხარისხით.

 

#JBL #daretolisten

 

სტატიის ავტორი , 2019-09-04