happyaudio

 ტერმინი DI მოდის ფრაზიდან Direct Insertion/ Direct Injection, რაც გულისხმობს პროცესს, სადაც ფიქსირდება მიკროფონის გამოყენების გარეშე სიგნალი. DI ბოქსის გამოყენებას ბევრი უპირატესობა აქვს, პირველ რიგში სიგნალი არ ვრცელდება ჰაერში, შესაბამისად გადაცემისას არ ხდება სიგნალის დაქვეითება, ამ პროცესში არ გაქვს ფონური ხმაური, არ გაქვს ზედმეტი ჩარევები მუსიკაში, რამაც შეიძლება პრობლემები შეგიქმნას მოგვიანებით.

 მნიშვნელოვანი საკითხია DI ბოქსი რას აკეთებს? რეალურად მას აქვს 3 ფუნქცია, რომლებსაც დეტალურად განვიხილავთ.  

1. კონექტორების შესაბამისობა.

2. წინაღობის შესაბამისობა.

3. სიგნალის ბალანსირება.

 მუსიკოსების უმეტესობა ვინც უკრავს გიტარაზე ან კლავიშზე იცის, რომ ინსტრუმენტს გამომავალი არხი აქვს ჯეკზე,  DI ბოქსის მთავარ ფუნქციაა კონექტორების თავსებადობაზე ზრუნვა. ბოქსს ერთ მხარეს აქვს ჯეკებისთვის განკუთვნილი არხი, სადაც აერთებ გიტარას თუ კლავიშს, ხოლო მეორე მხარეს აქვს XLR-ზე გამომავალი არხი, რომელშიც შეძლებ სტანდარტული მიკროფონის კაბელის შეერთებას და აუდიო აპარატურამდე ან მიქსერამდე მიყვანას. შემდეგი ფუნქცია, რასაც ასრულებს ბოქსი ეს არის წინაღობის შესაბამისობა. ელექტრული ნაკადისთვის სწორედ წინაღობა არის არსებითად წინააღმდეგობრივი. ყველას გვინახავს ალბათ ფიზიკის ექსპერიმენტი, რომლის დროსაც ბატარეას ვაკავშირებთ ნათურასთან, იკვრება წრედი და ნათურა ინთება. ნათურა არის რეზისტორი, ეს არის ვაკუუმში ვოლფრამის მავთული, რომელიც მასში გამავალ ელექტროობას გარდაქმნის სითბოდ და სინათლის ენერგიად. ამგვარად ნებისმიერ მუსიკალურ ინსტრუმენტს აქვს გამომავალი წინაღობა, სხვაგვარად ელექტრული წინააღმდეგობა, რომელიც გამომდინარეობს ინსტრუმენტის სიგნალიდან. წინაღობა შეიძლება იყოს მაღალი ან დაბალი.

 ზოგადად ინსტრუმენტებს როგორიცაა ბას და ელექტრო გიტარები, რომლებსაც პრეამპი არ აქვთ, უფრო მარტივად რომ მიხვდეთ არ აქვთ ბატარეა, აქვთ მაღალი გამომავალი წინაღობა. ამ წინაღობას თუ პირდაპირ მიქშერზე ან ხმის ჩამწერზე გაუშვებთ შედეგად მიიღებთ მაღალი სიხშირის კარგვას, რაც განპირობებულია წინაღობების შეუსაბამობით. როგორც ვნახეთ მეორე უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, რომელსაც DI ბოქსი ასრულებს მიზნად ისახავს მაღალი შემავალი წინაღობის მიწოდებას ისე, რომ თქვენ არ დაკარგოთ მაღალი სიხშირე. კონკრეტულად dbx DI 1 ბოქსის შემავალი წინაღობა უტოლდება 250k/ohms-ს და უზრუნველყოფს ინსტრუმენტის წინაღობისა და აუდიო სისტემებს შორის წინაღობების შესაბამისობას. მესამე ფუნქცია, რასაც DI ბოქსი ასრულებს არის სიგნალის ბალანსირება.

 განვიხილოთ ბალანსირებულ და არაბალანსირებულ სიგნალებს შორის სხვაობა. ბალანსირებული სიგნალი შედგება 3 კონდუქტორისგან, აქედან ორი ატარებს უარყოფით და დადებით სიგნალებს, ხოლო მესამე ემსახურება დამიწებას. არაბალანსირებული აუდიო სიგნალის გადაცემისას მხოლოდ 2 კონდუქტორი მონაწილეობს. ერთი ატარებს დადებით სიგნალს, ხოლო მეორე უარყოფითსა და დამიწებას ერთდროულად. ბალანსირებული სიგნალის უპირატესობა სწორედ, რომ დამიწების განცალკევებულ კონდუქტორში მდგომარეობს, რის გამოც ნაკლები შანსია აუდიო სიგნალის რადიო სიხშირით ჩახშობისა. ბალანსირებული სიგნალი გაცილებით დიდ მანძილზე გადაეცემა გარემო ფაქტორებით ხელშეშლისა და სიგნალის დასუსტების რისკების გარეშე.  არაბალანსირებული სიგნალი, რომელიც მომდინარეობს ინსტრუმენტიდან, როგორც წესი გადაეცემა სულ რაღაც 5 მეტრის მანძილზე.

 dbx DI 1  ბოქსი ინსტრუმენტის არაბალანსირებულ სიგნალს გარდაქმნის დაბალი წინაღობის ბალანსირებულ სიგნალად, რომლის გადაცემაც შესაძლებელია დიდ მანძილზე შეფერხებების გარეშე. 

 ახლა გადავიდეთ შემდეგ მნიშვნელოვან საკითხზე: როდის მჭირდება DI ბოქსი?

ნებისმიერ დროს, როცა გვჭირდება არაბალანსირებული სიგნალი გადავცეთ 5 მეტრზე შორ მანძილზე, ამ დროს ჩვენ პირველ რიგში გვჭირდება, რომ ეს არაბალანსირებული სიგნალი გარდაიქმნას ბალანსირებულ სიგნალად და თავიდან ავიცილოთ ზუზუნი. ტიპური სეთაფი DI ბოქსისთვის იქნება როგორც ეს ფოტოზეა გამოსახული. სასურველ ინსტრუმენტს აერთებ DI ბოქსის ორი დამოუკიდებელი არხიდან ერთ-ერთზე, მეორე არხიც ასევე ითვლება ორიგინალი სიგნალის წყაროდ, სადაც აერთებ  სასცენო გამაძლიერებელს. ბალანსირებული დაბალი წინაღობის არხიდან კი უკავშირდები მიქსერს და სხვ.

 არაბალანსირებული არხების შემთხვევაში DI ბოქსთან დისტანცია 5 მეტრს არ უნდა აღემატებოდეს, ბალანსირებული არხიდან კი შეგიძლიათ 600 მეტრის მანძილზე განათავსოთ აუდიო აპარატურა. მეორე შემთხვევა, როდესაც თქვენ გჭირდებათ DI ბოქსი არის ზუზუნის წარმოქმნის შემთხვევა, რაც ძირითადად გამოწვეულია ხოლმე სიგნალის კაბელებისა და დენის კაბელების შეუსაბამობით. მაგალითად ავიღოთ კლავიში, რომელიც მიქსერზე შეერთებულია სიგნალის კაბელით და თავის მხრივ შეერთებულია დენის წყაროში, მიქსერიც ასევე შეერთებულია დენის წყაროში. ამ დროს უმეტესობა ვერ იაზრებს, რომ აპარატურის ელექტროობა შეიძლება ხელის შემშლელი აღმოჩნდეს. ვოლტაჟებს შორის სხვაობა იწვევს ზუზუნს,  რამაც შეიძლება მთელი სანახაობა ჩაშალოს გამოწვეული ხმაურით. DI ბოქსი შეიცავს აუდიო ტრანსფორმერს, რომელშიც მაგნიტური ხიდი ყოფს ტრანსფორმერის პირველად და მეორეხარისხოვან ნახშირის კოჭებს, შედეგად ვოლტაჟების დაბალანსებით პირდაპირი ელექტრო კავშირი აღარ ხდება და განუწყვეტელი ზუზუნიც ქრება.

სტატიის ავტორი , 2020-02-18